ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კანონების დაცვის პროცესში დეპუტატების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ჟურნალისტებს ქუცნაშვილმა განუმარტა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლების სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ უმჯობესია, კანონების დაცვის პროცესი დეპუტატებით გაძლიერდეს.
ქუცნაშვილის თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს - კანონის დაცვის სტრატეგია, მიმართულებები, არგუმენტები და მტკიცებულბები.
„როგორც იურისტს არ მსიამოვნებს, როცა პანტა-პუნტით ინფორმაცია გამოდის იმის თაობაზე, რომ ეს თუ ის კანონი გაუქმდა და საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტმა წააგო. ანი მიროტაძე საქართველოს პარლამენტის ინტერესებს ვერ დაიცვას, რადგან ის იურისტი არ არის, მაგრამ სხვებს დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესები რომ დავიცვათ, ამით დასუსტდება თუ გაძლიერდება?“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.