პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გამორიცხავს ,,ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესები ახალი პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში საყვარელიძე აცხადებს, საპარლამენტო უმცირესობას თამაშის უნარი რომ ჰქონოდა, ასეთ ვითარებაში არ აღმოჩნდებოდა
,,ნაციონალებს ისეთი თამაშის უნარი რომ ჰქონოდათ, როგორიც მოცემულობებს სჭირდებოდა, ასე არ ექნებოდათ საქმე. ვფიქრობთ, გადაბრალების პროცესში დაიწყო ერთმანეთის მიმართ ბრალდებები და ამან პარტიის შიგნით დაპირისპირება გააჩინა”, _აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, გასაკვირი სწორედ ისაა, რომ პარტიაში აქამდე არ დაიწყო რღვევის პროცესი.
,,ნაცმოძრაობის ორი ნაკადი _ დანაშაულებრივი და წმინდა პოლიტიკური, ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთში არეული იყო და მათ დიფერენცირებას დიდი ხანია ველოდი”, _აცხადებს პოლიტოლოგი.
საყვარელიძე ენმ-ის ბოლო დროინდელ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების წამოწყება მათ მაშინ სცადეს, როცა მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერა ჰქონდათ დაკარგული.
,,ალბათ უფრო დაკავშირებულია შიდა დაპირისპირებასთან, იქნება ეს ბოკერიასთან, თუ მიშა სააკაშვილთან. ამ დაპირისპირებებმა ითამაშა ალბათ გადამწყვეტი როლი. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ,,ნაციონალები” უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, კვლავ შეცდომებს უშვებდნენ. მაგალითად, აგრესიული სტილი, რომლის გამოც, მოსახლეობამ ზურგი შეაქცია - შეინარჩუნეს და ისეთები იყვნენ, როგორ ზეობის ხანაში. Mსაპროტესტო აქციები მაშინ წამოიწყეს, როცა მოსახლეობის 90% უარს ამბობდა მათზე. ხალხი რატომ მივა აქციაზე როცა მხარს არ უჭერდნენ”, -აცხადებს საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში.
"ნაცილნალური მოძრაობის" წევრებმა პავლე კუბლაშვილმა, გიორგი მელაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გოგა ხაჩიძემ გუშინ პარტია და ყველა პარტიული თანამდებობა დატოვეს. ამ გადაწყვეტილების არგუმენტებზე ისინი განცხადებას ხვალისთვის გეგმავენ.