ENG / RUS       12+

სერგი კაპანაძე: უვიზო რეჟიმისთვის საქართველოს მთავარი სამუშაო წინ აქვს

რესპოდენტის შესახებ

ევროკავშირმა ამ ეტაპზე საქართველოს შეიძლება ითქვას უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, წითელი შუქი აუნთო და დამატებით ექვსთვიანი ვადა მისცა დავალებების სრულყოფილად შესარულებად.Aახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რამდენად შეძლებს შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციები. Kკონკრეტულად რა უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად ხელისუფლებამ და რატომ თქვა უარი ამ ეტაპზე ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე? ,,ჯი-ეიჩ-ენს” საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სერგი კაპანაძე ესაუბრა.

_ ბატონო სერგი, როგორ შეაფასებდით რიგის სამიტის დეკლარაცია და ელოდით თუ არა   ამგვარ შედეგს?

_ ცხადია ამგვარ შედეგს ველოდით და ბოლო პერიოდში ნათელი გახდა, რომ უვიზო რეჟიმს ვერ მივიღებდით განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ევროკომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში წერია, რომ ჯერ კიდევ საშინაო დავალება შესასრულებელი გვაქვს. Aასევე, ველოდით იმასაც, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა სათანადოდ გაწერილი არ იქნებოდა, მაგრამ დეკლარაციაში რაც ჩაიწერა ცუდია არაა და საბოლოო ჯამში არა უშავრს რა.

_ რა უნდა გაკეთოს ხელისუფლებამ, რომ წლის ბოლოს ევროსაბჭოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის დასასრული დადებითად შეფასდეს?

_ ჩემი აზრით, მთავარი სამუშაო წინააა. რამდენიმე თვე უნდა იყოს აქტიური იმპლემენტაციის რეჟიმი ჩვენი მხრიდან და ყველა ის საკითხი, რომელიც მოქმედებაშია მოყვანილი, შესრულებული უნდა იყოს.

_ ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე თავის შეკავება იმის გამოც ხომ არ ხდება, რომ საქართველოში ეკონომიკური კრიზისია, ბევრი უმუშევარია და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შემთხვევაში, ქვეყანა შესაძლოა ბევრმა დატოვოს?

_ შესაძლებელია, მაგრამ ეს მთავარი ფაქტორი არაა. არა მგონია, საქართველოდან იმხელა საემიგრაციო ნაკადი წავიდეს, რომ ამან ევროკავშირს საფრთხე შეუქმნას.

_ როგორ ფიქრობთ, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ერთ დონაზე საქართველოსა და უკრაინის დაყენება ევროკავშირის მხრიდან რამდენად სწორია?

_ ამ კუთხით ცალსახად გვაქვს მეთი პროგრესი და ჩვენი პროგრესი აისახება იმაზე, მოგვცემენ თუ არა უვიზო რეჟიმს. ამიტომ, საქართველომ შიდა სამუშაოები უნდა შევასრულოთ ისე კარგად, რომ არავის სალპარაკო არ ჰქონდეს .

 

,,ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .