Adjara group Hospitality-მა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და „საქართველოს ბანკმა“ 24 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს. აღნიშნული დაფინანსება, თბილისში, 5 ვარსკვლავიანი, InterContinental Tbilisi-ს მშენებლობას მოხმარდება.
როგორც ცნობილია, InterContinental Tbilisi დედაქალაქის ცენტრში, მერაბ კოსტავას ქუჩის N14–ში, გამომცემლობა სამშობლოს ყოფილ შენობაში განთავსდება.
მისი საერთო ფართი 27 000 კვადრატულ მეტრს, ხოლო სასტუმრო ოთახების რაოდენობა 259–ს შეადგენს. სასტუმროში ასევე განთავსდება აპარტამენტები (მათ შორს საპრეზიდენტო), დახურული და ღია აუზები, საერთაშორისო ბრენდის სპა, რესტორანი ქლაბ ლაუნჯი, საბანკეტო , საგამოდარბაზი, სქგამოფენო სივრცე და ოთხი საკონფერენციო დარბაზი.
ამ დროისათვის მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულებისას კი სასტუმროში 350–მდე თანამშრომელი დასაქმდება.
სასტუმრო InterContinental Tbilisi -ის გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს ბანკმა სასტუმროების სექტორის დაფინანსება ქვეყანაში პირველმა დაიწყო. 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 132,1 მილიონი ლარი შეადგინა. ხსენებული პროექტის საერთო ღირებულება 53 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მას Adjara group Hospitality-თან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საქართველოს ბანკი დააფინანსებენ.