თარიღი    დრო

დიპკორპუსის წარმომადგენლებმა ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საპყრობილე მოინახულეს

საქართველო, თბილისი - 12:55 10.28.2009 1637


 საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ქალთა და არასრულწლოვანთა №5 საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულება მოინახულეს.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენმა" სასჯელაღსრულების, პრობაციიდა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს, სტუმრებმა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ოთახები, სამკერვალო, ტრენინგ ცენტრი, სასადილო, სამზარეულო, სამედიცინო ნაწილი, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამა "ატლანტისი" დაათვალიერეს.

ტრენინგ ცენტრში უცხოელი სტუმრები პატიმრებსაც გაესაუბრნენ და პროექტ "ქალი და ბიზნესის" ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით მათი აზრი მოისმინეს. პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგების კურსს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან მოწვეული მაღალკვალიფიციური ლექტორები უძღვებიან, რაც მათ ბიზნესის დაწყებისა და შემდგომი მენეჯმენტის შესახებ გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევთ, ეს კი, მათი თქმით, მნიშვნელოვნად დაეხმარება შემდგომ დასაქმებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია დაწესებულებაში მოქმედ სამკერვალოში წარმოებულმა პროდუქციამ. სამკერვალოში დასაქმებულმა მსჯავრდებულებმა აღნიშნეს, რომ მოხარული იქნებიან, თუ ცალკეული კერძო კომპანიებისა თუ სახელმწიფო დაწესებულებებისგან კიდევ უფრო მეტ შეკვეთებს მიიღებენ, რაც მათი დასაქმებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიღების წინაპირობა იქნება.

სტუმრებმა გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახლახანს გახსნილი არასრულწლოვანთა საცხოვრებელი და სკოლაც მოინახულეს. ამჟამად დაწესებულებაში სულ სამი არასრულწლოვანი პატიმარი გოგონა იმყოფება. სტუმრებთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში და ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი განათლების მისაღებად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციაც გააცნეს. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ვიზიტი მათთვის მეტად ინფორმატიული იყო და მომავალში სხვა დაწესებულებებში დაგეგმილ ვიზიტებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%