თარიღი    დრო

აზერბაიჯანი სომხეთს მთიანი ყარაბაღის გავლით ფრენას უკრძალავს

საქართველო, თბილისი - 15:12 11.13.2014 1332

ბაქომ მთიანი ყარაბახის გავლით ფრენა აკრძალა. ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც დიპლომატიური უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სომხური საფრენი აპარატების მიერ აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის დარღვევა ბაქოს მიერ ოკუპაციის გაგრძელებად და აგრესიად შეფასდება.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სომხური სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.

სომხური მხარის განმარტებით, თვითმფრინავი მთიანი ყარაბახის დეფაქტო რესპუბლიკას ეკუთვნოდა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%