რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთის უკანონო ქმედებებზე მხოლოდ "აღშფოთება-შეშფოთება" საკმარისი არ არის.
"რუსეთის მხრიდან აფხაზეთს ერთადერთი ნიშანი აქვს მინიჭებული და ამას ოკუპაცია ჰქვია. ოკუპანტების მხრიდან აფხაზეთის აეროპორტისთვის კოდების თუ სხვა სახის ქმედებები არალეგალურია, ასეთ არალეგალურ ქმედებებს კი რუსები ოკუპირებულ რეგიონებში ბევრ ჩადიან, მათ შორისაა სოხუმის აეროპორტის საკითხიც", - განაცხადა იაკობაშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კრემლის უკანონო ქმედებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღშფოთება-შეშფოთების გარდა, კონკრეტული და ქმედითი გადაწყვეტილება მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, მოსკოვმა სოხუმის აეროპორტს რუსეთის შიდა კოდი მიანიჭა და საერთაშორისო კოდი გამოუყო.
ფრენების საერთაშორისო სააგენტოს (იკაო) წესების თანახმად კი, აფხაზეთისთვის აღნიშული კოდის მინიჭების უფლება მხოლოდ საქართველოს აქვს.