"სიმართლის დრო" სიცრუის ეპოქაში
25.02.10 | 20:06 1038
სამშობლო მართლაც საფრთხეშია, შენც საფრთხეში ხარ და შენი და შენი ქვეყნის მომავალიც, ოღონდ სიმართლე გაიძულებს აღიარო, რომ ეს საფრთხე მხოლოდ არსებულ ხელისუფლებას არ შეუქმნია, ანუ საფრთხე მხოლოდ "საფრთხობელაში" არაა!.. ისიც არანაკლებ საფრთხეს უქმნიან ქვეყანას, ვინც საფრთხობელისკენ იშვერს ხელს და საჩვენებელი თითის საკუთარი თავისკენ მიტანა არ შეუძლია(!)
როცა სამშობლო რუკაზეა, ანუ ქაღალდზე ახსნილი სიყვარული...
09.02.10 | 21:04 937
როცა სამშობლო რუკაზეა, რუკა ქაღალდზე, მაშინ ოცნებას აღარ უჭირს ქაღალდის გემით შეცუროს ზღვაში... და სოხუმმადე გაცუროს ისე, ვით აჭარამდე... ხვალამდე სავლელ გზად იგულოს ტაო-კლარჯეთი და საინგილო წამში ფიქრით შემოიერთოს... როცა სამშობლო რუკაზეა არც ფანტაზიას არ აქვს საზღვარი და იჭიმება წარსულიდან აწმყოში ფიქრით, ნიკოფსიიდან _ დარუბანდამდე... როცა სამშობლო რუკაზეა იოლია იყო ამაყი...
"გადაარჩინეთ საქართველო", ანუ არ მოკვდეთ სიკვდილამდე!..
26.01.10 | 14:47 903
ვინმემ უნდა თქვა კმარა... გვეყოფა... საკმარისია!.. ვინმემ უნდა თქვას, ანდა ვიღაცამ, სხვაგვარად ის "წრე" რომელზეც ვბრუნავთ არ დასრულდება!.. და იმ "ვიღაცას" ვინც ამას იტყვის, იტყვის საქმით და იტყვის ქმედებით, ბანი და ექო უნდა მისცეს მთამაც და ბარმაც, ერმაც და ბერმაც!.. მაგრამ ვინ არის ის "ვიღაცა" ვისაც ამისი თქმის აქვს "უფლება" და ძალაც შესწევს, რომ იმოქმედოს(?!) ვის ააქვს გონი, საიმისო გონი და ძალა, რომ ბრბოდ ქცეულ ერს შემოუძახოს, გამოაფხიზლოს, ძალა შემატოს, გზა გაუნათოს...
"ჭიაკოკონა", ანუ როცა მიზანი კოცონზე იწვის...
17.01.10 | 20:24 739
სასოწარკვეთილებამდე ნაბიჯი ერთია... ვისთვის კილომეტრებით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული... ამ "ნაბიჯამდე" ყველა სხვადასხვა გზით, სხვადასხვა "მარშრუტითა" და სხვადასხვა დროში მოვედით... ყველას ჰქონდა თავისი მიზანი, მაგრამ ბოლოს მიზანს აცდენილები სწორედ იქ მოვხვდით სადაც სასოწარკვეთილებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ვისთვის კილომეტრობით და ვისთვის მილიმეტრებით განსაზღვრული...
ემიგრანტები, ანუ "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"...
17.12.09 | 14:08 814

ისინი ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი... იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ყოფილან... არიან საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ამერიკაში... არიან რუსეთშიც... არიან ყველგან, სადაც კი ფეხი გაუწვდათ, ხელი მიუწვდათ და გულმა გაუწია... სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთ თვისტომიდან; არიან ალალბედზე წასულები და ბედისა და ბედისწერას ბრმად აყოლილები...

"დაჰკარით დაფდაფებს!" ანუ ჯერ ასე ძლიერედ არავის უმეფია...
25.11.09 | 15:53 721
ნაკლებად პომპეზური, მეტად საქმიანის, მოზომილსიტყვიანი და ალაგ რელიგიური შუქჩრდილებით "გაფორმებული" - ასეთი იყო რევოლუციის მეექვსე წლისთავი. ვერაფერს იტყვი, იმის გარდა, რომ "იცის ამ ხალხმა თავისი საქმე", იცის და რა გინდა ჰქმნა?! ყველაფერი "იციან" და ამიტომაც არის მათი საქმე კარგად.. ქვეყნის საქმეც კარგადა, ამერიკელებისა და ევროპელების რომ ჰკითხო...
"კურდღლისტყაოსანთა" აღლუმები
11.11.09 | 12:38 1167
თუ აქამდე მარადიულ "ხიდჩატეხილობას" ორი მხარე ჰყავდა - გაღმით ხელისუფლება და მისი პოლიტიკით კმაყოფილები, გამოღმით კი, პოლიტიკური ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები - სააკაშვილის ექვსწლიანი მართველობისა და ოპოზიციის ორწლიანი არსებობის მანძილზე საზოგადოებაში გაჩნდა მესამე "სეგმენტიც". 
"მზე შინა და მზე გარეთა" - ანუ, ჩვენ ვეძებთ მზეს... (უმისამართო ბარათი, წერილი მეცამეტე)
25.10.09 | 16:09 701
ვეძებთ და ვეძახით - ჩურჩულით, ფეხაკრეფით, თითისწვერებზე შემდგარები...
მზე შინ არ არის, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - მუდარით, ყელგამოწეულები და ნაბიჯს ვუჩქარებთ...
მზე მაინც არ სჩანს, არც შინ, არც გარეთ(!)
ვეძებთ და ვეძახით - ხმის ჩახლეჩამდე, გულის ღალატამდე, სხეულის დაღლამდე...
მზე არსად არის, არც შინ, არც გარეთ(!)
ჩვენ ვეძებთ მზეს...
სინათლის წამი, ანუ გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება
18.10.09 | 23:02 577
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება(!)
გზა მუდამ იზომება მზერით, იქამდე სადამდეც თვალი სწვდება...
თვალსაწიერის მიღმა გონება - ზომავს, გონების იქეთ - წარმოსახვა, წარმოსახვის იქეთ უკვე - სულია, სულის საზომი კი - უკიდეგანო...
გზა მწვერვალისკენ დაბლობიდან იწყება!..
სურვილი დიდია მწვერვალამდე ასვლის, თუნდაც მზერითა და წარმოსახვით...
და მეც ავდივარ...
"ომი და მშვიდობა" ქართულად, ანუ "ხვალ იყო ომი" (უმისამართო ბარათი, წერილი მეთერთმეტე)
06.08.09 | 09:10 553
იქ, სადღაც, ზღვარი უნდა იყოს ომსა და მშვიდობას შორის, ჩვენთან არა აქვს, არც - ჩვენში... "ვომობთ" მშვიდობის ჟამს და ჩვენს "მშვიდობას" მუდამ მოაქვს ომის "შედეგი". ჩვენ ვერ ვასხვავებთ ერთმანეთისგან ომსა და ბრძოლას. წავაგეთ ომი? ესე იგი, ეს ბრძოლა იყო, ომი გრძელდება გამარჯვებამდე! მოვიგეთ ბრძოლა? ესე იგი, ეს ომი იყო და სამუდამოდ ჩვენ გავიმარჯვეთ!
პირველად საქართველოში, ანუ - ოდესმე, თუ ოდესღაც?!. (უმისამართო ბარათი, წერილი მეათე)
20.07.09 | 00:14 266
ჩვენ ვართ სულსწრაფები, სწრაფად გაჩენილ სურვილებს აყოლილები და მსწრაფლ მიმავლები სურვილებისაკენ... სულსწრაფი სურვილებისაკენ მიმავლები, სულების სისწრაფეში გაწაფულები...

ჩვენ გვეჩქარება, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, მაგრამ მუდმივად ვაგვიანებთ(!)
ჩვენ შეგვიძლია ლოდინიც... მთელი ცხოვრება, ეპოქები და საუკუნეები, ველოდებით მომავალს, გვახსოვს წარსულიც, მაგრამ ვერასდროს "ვგრძნობთ" აწმყოს(!) ამიტომაც გვიჭირს იმის გარკვევა, ნებისმიერი მოვლენა, ოდესღაც იყო, თუ ოდესმე იქნება..

ბრრრ, ანუ "მოლივლივე" ზღვა და პოლიტიკა... (რეპორტაჟი ბათუმიდან)
15.07.09 | 00:08 305
ბათუმი ქათქათა აღარაა, ბათუმი ფერადია, უფრო სწორედ ჭრელი. მართალია, თოლიები და ზღვა ჯერ არ შეუფერადებიათ, მაგრამ ფერთა გამას აშკარად ეტყობა რევოლუციური ხელისუფლების გემოვნების "კვალი". ამ "კვალს"
"ხელჩაკიდებულები", ანუ საქართველოო ლამაზო... (უმისამართო ბარათი, წერილი მეცხრე)
15.06.09 | 23:54 321
ხიდჩატეხილობისგან ხელისჩაკიდება ვერ გვიხსნის, მაგრამ მაინც ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები... ხელისგულებს სხვა ძალა აქვთ... ხელისგულები იშვიათად ტყუიან... ხელისგულებს აქვთ უნარი, "ხიდჩატეხილობის" მიუხედავად, სიცოცხლის
თამაში "ფესვების" გარეშე (უმისამართო ბარათი, წერილი მერვე)
05.06.09 | 23:53 303
სარეველები მომრავლდნენ ამ ცის ქვეშეთში!.. სარეველები...
თითქოს მგლის ქონით გადაპოხეს მთელი ქვეყანა...
ბრძოლა ბოლო წვეთამდე, ანუ წვეთის გარეშე... (უმისამართო ბარათი, წერილი მეშვიდე)
27.05.09 | 10:46 300
ასეთი "ბრძოლა" მხოლოდ ჩვენ ვიცით... მხოლოდ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს "ბრძოლა" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, წვეთი სისხლის დაღვრი გარეშე!..
მხოლოდ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა "შეაკვდეთ" დისტანციიდან!
როცა "შემკვდომი" "შესაკვდომს" ერთი მეტრის რადიუსითაც ვერ უახლოვდება, და რომც მიუახლოვდეს, სახელდახელოდ გაიშლება მოლაპარაკების მაგიდა, თვით საკურთხეველშიც კი - როგორც ბრძოლის იარაღი, როგორც ბრძოლის არენა...
ოცდაექვსჯერ დაგიფიცეთ ტყუილზე... (უმისამართო ბარათი. წერილი მეექვსე)
25.05.09 | 23:38 244
არსად არ წავსულვარ.. აქ ვარ აქ...
ისევ შენს მიწაზე დავდივარ, ისევ დამყურებს შენი ცა... ისევ მტკივა შენი და შენით, მაგრამ ვიცი, რომ წელიწადის 364 დღისგან განსხვავებით, ამ დღეს დარდსა და კაეშანზე არ უნდა გესაუბრო... არც ჭირვეული ბავშვივით უნდა აგიკლო ბუზღუნით და არც ქალწულებრივი მელანქონიით შემოგტირო...
რისთვის ჩავაწყვეთ ამდენი ტყვია?!. უმისამართო ბარათი (წერილი მეხუთე)
20.05.09 | 23:28 256
ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ "აფხაზეთს დაგვიბრუნებდნენ"...
ჩვენ გვპირდებოდნენ თექვსმეტი წელი(!)
თექვსმეტი წელი, თექვსმეტ ნაბიჯს არ უდრის თითქოს, ისე გავიდა... და ენგურს გაღმა ჩარჩენილი ოცნების ტყვეა დღესაც ქვეყანა...

ქვეყანას "სტკივა", რა თქმა უნდა, იმაზე მეტად ვიდრე სტკიოდა და სტკივა ხალხსაც...
მაგრამ ტკივილმაც შეჩვევა იცის და შევეჩვიეთ(!)

წინ, წარსულისკენ... უმისამართო ბარათი (წერილი მეოთხე)
17.05.09 | 16:19 308
საკუთარი ქვეყნის მონობა ყველაზე დიდი პატივი და ღირსებაა! ქვეყნის ხელისუფლების ტყვეობა კი - შეურაცმყოფელი და დამაკნინებელი!
არსებითი სხვაობაა ამ ორ მცნებასა და მდგომარეობას შორის, მაგრამ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ცხადყო - იქ, სადაც ხელისუფლებას ქვეყნის "მონობის უღელი" არ ადგას, თავად ქვეყანა და ხალხი ხდება იმ ხელისუფლების "ტყვე".
წიწამურიდან გაქცეულები - უმისამართო ბარათი (წერილი მესამე)
07.05.09 | 22:13 294
ჩვენ "დავიბადეთ" წიწამურამდე...
მზეგრძელობის დიდი იმედით და დაგვავიწყდა, რომ მზეგრძელობა არ ყოფილა ჩვენი მიზანი დაბადებამდე, და არც მას შემდეგ...
რადგანაც ქართველს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე სიცოცხლე, თუნდაც მზეგრძელი... ანდა მიზანი - დღეგრძელობასთან გატოლებული
აღსარებიდან ზიარებამდე - უმისამართო ბარათი (წერილი მეორე)
23.04.09 | 00:52 293
ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი სათქმელი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე, რომ ამ "სათქმელის" ამოთქმასაც თავის მადლი აქვს უფლის კარზეც და კაცთა შორის...
ჩვენ ყველას გვტკივა რაღაც შიგნიდან, მაგრამ ამ ტკივილს სინანულამდე ბევრი არ მიჰყავს... და თუ არ გვინდა, რომ განკითხვად გადაგვექცეს ჩვენ მათზე ფიქრი, უნდა ვიდარდოთ მათ მაგივრადაც...

მთავარი დღეს

08:00
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება
00:24
ანონსი
21:59
დონალდ ტუსკი: პოლონეთი საქართველოს ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება
20:44
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო ეცდება, პოლონეთს ეკონომიკური ზრდის კუთხით დაეწიოს
20:33
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე ზედამხედველობას ამკაცრებს
 
მარტი, 2010
ორსმოთხთპრშბკვ
67
121314
2021
2728
 
 
      
იტვირთება...