
ადგილი ცისქვეშეთში, ანუ არჩევანი არადანის გარეშე 31.08.10 | 16:01 227
როცა არ გყოფნის რაც გყოფნიდა, ან უნდა გეყოსა, მაშინ სჯერდები სწორედ იმას, რასაც არ უნდა სჯერდებოდე და ჩვენც დავჯერდით დიდ ბაზრობას ამ ცის ქვეშეთში _ ვყიდით მიწას, ვყიდით წყალს და ვყიდით ჰაერსაც...
ყველაფერს ვყიდით, რაც კონკრეტულად მხოლოდ ჩვენი არ არის და რაც საერთო გვაქვს...
თვითდამშვიდებას მივცემულმართ საოწარკვეთით - "მე რას ვუშველი, უმცირესი, უსუსური ვარ..." ეს უძლურობა სახეზეა, მაგრამ მანამდე, ვიდრე საფრთხე "მესგან" შორს დგას და "საერთოს" ეჯაჯგურება!
ინტერნეტპროვაიდერების თაღლითობა 20.08.10 | 10:04 2024
საქართველოში ინტერნეტის ყველა მომხარებელმა კარგად იცის ინტერნეტპროვაიდერების მომსახურების დაბალი დონისა და მიწოდების დაბალი ხარისხის შესახებ, თუმცა როცა საქმე გვაქვს თაღლითობასთან, ეს უკვე ყურადსაღები თემაა
საქართველოს გადარჩენილი თავისუფლება 05.08.10 | 15:05 895
მსოფლიოში უკვე კარგად ესმით და ხედავან, რომ რუსეთის ინტერვეციის მიზანი სულაც არ იყო "თავისუფლებისათვის მებრძოლი" აფხაზი და ოსი ხალხის თანადგომა. მიზანს მხოლოდ საქართველოს ოკუპაცია და ქართული სახელმწიფოს მოსპობა წარმოადგენდა.რაც შეეხება აღირებასა და თავისუფლებას, წარმოუდგენელია სოხუმსა და ცხინვალში საღად მოაზროვნე უამრავ ადამიანს ბაღაფში-კოკოითის ნიკარაგუსა და ვენესუელაში გასეირნება დამოუკიდებლობად მიაჩნდეს, ხოლო კრემლის მიერ შეკერილი ჩექმის ქვეშ ყოფნა _ თავისუფლებად. თავისუფლება ან არსებობს ან არა...
პოლონური ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე შემოდის _ რა შუაშია "იაფი ბილეთი"? 29.07.10 | 20:59 542
ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 185 ევროა, ხოლო ორი მიმართულებით 275 ევრო. საინტერესოა, რითაა იაფი პოლონური ავიაკომპანიის ფასი სხვა დანარჩენებზე? აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ავიაკომპანია აცხადებს ბილეთის ფასს, მას 100 ევრომდე მოსაკრებლები ემატება, ზოგჯერ მეტიც. სხვათა შორის, ავიაკომპანიებს კლიენტების მოსაზიდად კიდევ ერთი სარეკლამო ტრიუკი აქვთ, რომელიც ასე ჟღერს _"ავიაბილეთები 185 ევროდან". ეს იმას ნიშნავს, რომ ბილეთის ფასი მოსაკრებლის გარეშე 185 ევროდან იწყება, თუმცა მერწმუნეთ რა დროსაც არ უნდა მოიკითხოთ, "ამ ფასიანი ბილეთი" გაყიდული დაგხვდებათ.
ტურისტული საქართველო - არც მითი, არც რეალობა 26.07.10 | 18:07 458
მართალია, სიძველე საქართველოში ძალიან მომხიბვლელია და ტურიზმის განვითარებისთვის უნიკალურიც, მაგრამ უცხოელისთვის ამ სიძველის მიწოდებას ფორმა და გემოვნება სჭირდება. ამ ქვეყანაში კი მიწოდების ფორმის და გემოვნების დასახვეწად ჯერ არაფერი კეთდება
ავტოკრატია, დიქტატურა და ყველანაირი დაავადება ერთად 22.07.10 | 21:54 416
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრების მისამართით უკმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ ხელისუფლებაში "კვერის დამკვრელები" არ სჭირდება. სააკაშვილს მოძრავი, იდეებით და ენთუზიაზმით სავსე მოხელეები უნდა. და ზოგს მიაგნო კიდეც. პრეზიდენტი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი მინისტრით ძალიან კმაყოფილია.
ტაბუდადებული "დავით გარეჯი" 19.07.10 | 11:56 706
აყვავებული ბაქო-ბათუმის, მართლაც სამაგალითო საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერობების ფონზე დავით გარეჯი არავის ახსოვს, ან თუ ახსოვს მასზე არავინ საუბრობს. სახელმწიფოთაშორისო ურთიერობებში კულუარული პოლიტიკა ნამდვილად გასაგები და ზოგჯერ იძულებით მისაღებია. თუნდაც იმიტომ, რომ გვეტყვიან მიმდინარეობს მოლაპარაკებებიო. დაძინებული ოპოზიციური პოლიტბიზნესმენებისთვის მხოლოდ რეინტინგული-წინასაარჩევნო თემა, რომლიც აუცილებლად ჩოხა-ახალუხში ჩაცმულმა უნდა გაახმოვანო. ახლა კი ზაფხულია, ზაფხულს კი სიშიშვლე უხდება. შიშველი რეალობა კი ამ შემთხვევაში არასახარბიელოდ გამოიყურება.
მერკელი თუ კლინტონი - ოკუპირებული მოლდოვა თუ ოკუპირებული საქართველო 08.07.10 | 13:13 1066
ყინული ძვრას იწყებს და სხვა რომ არაფერი, აზარტის საქმეც კია ისტორიულ პერსპექტივაში იმის ცოდნა-გარკვევა ვინ დაასწრებს _ მერკელი თუ კლინტონი, ევროპა თუ ამერიკა (რომელი უფრო საჭირო და წონადი აღმოჩნდება რუსეთისთვის მოცემულ ვითარებაში), ოკუპირებული დნესტრისპირეთი თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მომვალში რა უფრო მისაღებია კრემლისთვის _ "ოკუპანტის" მუდმივი სტატუსი თუ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობა.
დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა საქართველო!.. 29.06.10 | 13:24 686
... მზე ჩრდილოეთით არ ამოდის, არც დასავლეთით... და თუ ამოდის ის მზე არაა...
მზე ამოვიდა აჭარის მთებში, ზღვის ტალღებს მისწვდა...
მეგრულ ოდებს სხივებს "დაჰპირდა", იმერეთს - კონებს...
თითის წვერებზე "აწეულმა" დახედა კახეთს... დინჯად დაზვერა ქართლის ველები, ზვრებს გადახედა...
უშბას შეეხო მოკრძალებით დათოვლილ მხარზე და იალბუზზე წუთით ჩემოჯდა...
წყალწაღებულნი _ ვინ რაზე იყიდება საქართველოში 26.06.10 | 14:06 870
აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებები მოხდა. შესაბამისად, ცვლილებების მოლოდინშია ყველა სამსახურის ყველა რგოლი _ მინისტრის მოადგილეები, სამმართველოებისა და დეპარტამენტების უფროსები, სპეციალისტებიც კი, რადგან საბიუჯეტო ორგანიზაციებში ერთ საკადრო ცვლილებასაც კი ყველაფერის თავდაყირა დაყენება შეუძლია _ ზოგი სამსახურს კარგავს, ახალს ვერაფერს შოულობს და აღებულ კრედიტს ვეღარ ფარავს, ზოგი დაწყებულ პროექტს ვეღარ ასრულებს, ზოგი ხელისუფლების მეხოტბედ რჩება, ზოგი ოპოზიციაში გადადის
მეექვსე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობაში ოპოზიციონერთა გამოჩენის მოლოდინში 23.06.10 | 19:26 1311
ვარდების რევოლუციის მთავრობის რიგით მეხუთე პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს, ხვალ პრემიერის პოსტზე ბოლო სამუშაო დღე ექნება და იგი ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდება. ზურაბ ჟვანიას, ზურაბ ნოღაიდელის, ვლადიმერ გურგენიძის, გრიგოლ მგალობლიშვილისა და ნიკოლოზ გილაურის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს დიმიტრი შაშკინი დაიკავებს.
დაუთვლელი ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი 07.06.10 | 17:35 488
საკვები, რომლითაც საქართვერლოს მოსახლეობა იკვებება, ბაზარზე ვეტერინარულ კონტროლის გარეშე იყიდება, საერთაშორისო ნორმებს არ აკმაყოფილებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
პოლისიანები და უპოლისოები 28.05.10 | 16:26 902
_ არა, პოლისი არ მაქვს, მაგიტომაც არ მინდოდა საავადმყოფოში დაწოლა. სამაჩაბლოდან დევნილი ვარ, პრობლემები ისედაც თავზესაყრელად მაქვს _ წუხს პაციენტი. რამხელა განსხვავებაა პოლისიანებსა და უპოლისოებს შორის, ვფიქრობ ჩემთვის. ეს რა ზურგგამართული დგას ექიმების წინ, სხვებს კი უღონობა და უსახსრობა საშუალებას არ აძლევს, მათ თამამად შეხედონ თვალებში.
ჰეი, შენ "ლეგიონერო"!.. ჰეი, მეგობარო!.. ჰეი... 25.05.10 | 16:59 1157
თითქოს ერთ მიწაზე დავიბადეთ, ერთი ცის ქვეშ, ერთ ეპოქაში, თითქოს მეგობრებიც გვერქვა და საერთოც ბევრი გვქონდა... არ ვიცი, სად დავშორდით ასე ერთმანეთს, რომელ გზაგასაყარზე, სად შეგვეცვალა თვალსაწიერი... თითქოს ისევ ერთი სამშობლო გვაქვს, რწმენაც ერთი გვაქვს, მრწამსიც, მაგრამ სხადასხვა სიბრტყეში განვიხილავთ და შევიგრძნობთ სამშობლოს.
აურზაური არაფრის გამო, ანუ როცა ჭიქაში ქარიშხალია...10.05.10 | 18:58 1485
მოხალისეც ბევრი გვყავს, ბრმად გამყოლიც და ამ სახიფათო "თამაშებში"
შეგნებულად და გააზრებულად ჩართულებიც: ოპოზიცია, იმის შიშით, რომ
ტრიბუნა არ დაკარგოს, მედიას "იცავს". მედია, იმის შიშით, რომ სარჩო არ
დაკარგოს _ "ხელისუფლებას". ხელისუფლება იმის შიშით, რომ გავლენა არ
დაკარგოს _ სექსულაურ უმცირესობებს. სექსუალური და რელიგიური უმციროსებობი
კი იმის შიშით, რომ მუდმივად უმცირესობაში არ დარჩნენ, "ადამიანთა უფლებებს
იცავენ"..