როცა სამშობლო რუკაზეა, ანუ ქაღალდზე ახსნილი სიყვარული... 09.02.10 | 21:04 957
როცა სამშობლო რუკაზეა, რუკა ქაღალდზე, მაშინ ოცნებას აღარ უჭირს ქაღალდის გემით შეცუროს ზღვაში... და სოხუმმადე გაცუროს ისე, ვით აჭარამდე... ხვალამდე სავლელ გზად იგულოს ტაო-კლარჯეთი და საინგილო წამში ფიქრით შემოიერთოს... როცა სამშობლო რუკაზეა არც ფანტაზიას არ აქვს საზღვარი და იჭიმება წარსულიდან აწმყოში ფიქრით, ნიკოფსიიდან _ დარუბანდამდე... როცა სამშობლო რუკაზეა იოლია იყო ამაყი...
კახეთში ექიმები სოციალურად დაუცველებს კონკრეტულ კომპანიებში დაზღვევას ავალდებულებენ09.02.10 | 18:03 76
"კახეთში სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები თავად ექიმები არიან. რაიონული პოლიკლინიკებისა და სოფლებში არსებული საოჯახო მედიცინის ცენტრების ან სოფლის ამბულატორიების ექიმები სოციალურად დაუცველებს კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებში დაზღვევას ავალდებულებენ", _ აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობე
სოფო ნიჟარაძისთვის ექვსი სიმღერა შეირჩა09.02.10 | 17:47 209
საქართველოში ევროვიზიისათვის შესარჩევი სიმღერის კონკურსის მომდევნო ეტაპი დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საკონკურსოდ წარმოდგენილი 100-ზე მეტი სიმღერიდან 5-ის ნაცვლად 6 შეარჩია
ეკა ბესელია სისხლის სამართლის კოდექსში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვს09.02.10 | 17:45 149
ეკა ბესელია სისხლის სამართლის კოდექსში ძირეული ცვლილებების გატარებას ითხოვს. ამის შესახებ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტში მომზადებული ცვლილებები საკმარისი არ არის იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც დღევანდელ კანონმდებლობას აქვს
სეპარატისტული აფხაზეთის შს: 2009 წელს სისხლის სამართლის 894 დანაშაული მოხდა09.02.10 | 17:24 96
სეპარატისტული აფხაზეთის შს სამინისროს ინფორმაცით, აფხაზეთში 2009 წელს სისხლის სამართლის 894 დანაშაული მოხდა, მათ შორის 491 _ მძიმე. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის შს სამინისტროს კოლეგიაზე შს სამინისტროს შტაბის უფროსმა მურმან გეგიამ გააკეთა. მისი ინფორმაციით, გასულ წელს მომხდარი დანაშაულებებიდან გახსნილია 527 მათ შორის 203 მძიმე დანაშაული
ნიკოლაი პატრუშევი: ნატო რუსეთისათვის კვლავინდებურად ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს09.02.10 | 17:04 114
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ ნატო რუსეთისათვის კვლავინდებურად ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს განცხადება პატრუშევმა დღეს მოსკოვში გააკეთა.
პატრუშევი ასევე აცხადებს, რომ "ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა თავი უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნოს ნატოს მუდმივი გაფართოების გამო ახალი წევრი სახელმწიფოების შემოერთებაზე", _ განაცხადა პატრუშევმა
"Мicrosoft" -ი სომხეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარს კარგავს 09.02.10 | 16:18 150
ამერიკული კომპანია "Мicrosoft" -ი სომხეთში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს კარგავს. ამის მიზეზი, სომხეთის ბაზარზე ამ კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის პირატული კოპირებაა. განცხადება ამის შესახებ სომხეთში "Мicrosoft"-ის წარმომადგენლობის დირექტორმა გრიგორ ბარსეგიანმა გააკეთა.
Google Facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით ახალ პროექტს ამზადებს09.02.10 | 16:14 187
კომპანია Google თავისი კონკურენტის, სოციალურ ქსელ facebook-ის ნეიტრალიზაციის მიზნით, ახალ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ facebook-მა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობით გაუსწრო Google -ს
საბანკო გადარიცხვების საკომისიო გადასახადები შემცირდება09.02.10 | 16:13 115
ქართული საბანკო სისტემა IBAN-ზე გადადის. სიახლე ძალაში 3 მაისიდან შევა, რითაცსაქართველოს დსთ-ს სივრცეში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, პირველი გახდება. სებ-ში განმარტავენ, რომ ამ სისტემაზე გადასვლა საბანკო გადარიცხვებს გააიაფებს
იპოთეკითა დატვირთული სესხების მოცულობა 25 პროცენტით გაიზრდება09.02.10 | 16:12 120
საქართველოს საბანკო სექტროში გაცემული სესხები 40 პროცენტი იპოთეკითაა დატვირთული. ექსპერტების პროგნოზით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, რომელსაც მთავრობა კვირის ბოლომდე დაამტკიცებს,
სესხების მოცულობა 25 პროცენტით გაიზრდება. საპროცენტიო განაკვეთი კი 2-3 პეროცენტით დაიკლებს
გურიაში ხილის შესანახი მაცივარი და დამახრისხებელი საამქრო გაიხსნება09.02.10 | 16:08 71
ხვალ, 10 თებერვალს, გურიაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხილის შესანახი მაცივარი და დამახრისხებელი საამაქრო გაიხსნება. როგორც საგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გურიის აგრობიზნესის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო მამეიშვილმა განუცხადა, მაცივარი 100 ტონა ხილზეა გათვლილი, რითაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ხილი მიიტანონ და დაასაწყობონ. ხარჯები კი მინიმალური იქნება
ნიკა გილაური 12 თებერვალს ქუვეიტს ეწვევა09.02.10 | 15:51 101
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 12 თებერვალს ქუვეიტს ეწვევა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის ქუვეიტში ვიზიტი 5-დღიანი იქნება და მის ფარგლებში ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილება
ნოღაიდელის პარტიამ პუტინის პარტიასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა09.02.10 | 15:46 260
რუსეთის ფედერაციის მმართველ პარტიას "ედიანაია როსიას"-სა და მოძრაობა "ერთიანი საქართველოსათვის" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც პარტიათა შორის პარტიული მშენებლობის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ "ედიანაია როსიას" პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი რუსეთის დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა მოაწერა, საქართველოს მხრიდან კი მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმ
კუდმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა09.02.10 | 15:13 153
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კორუფციის ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოსო თოფურიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
სულხან ღლონტი: "ალიანსი საქართველოსთვის" ადლიის მოსახლეობის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს09.02.10 | 15:12 182
"ალიანსი საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი სულხან ღლონტი ბათუმის დასახლება ადლიის მცხოვრებლებისთვის საცხოვრებელი ადგილების დათმობის სანაცვლოდ შეთავაზებულ თანხის მოცულობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მოსახლეობითვის 1 კვადრატულ მეტრში შეთავაზებული 67 ლარი არასერიოზულია და იქ მცხოვრები ხალხის დაცინვაა. მისივე თქმით, "ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას ადლიის მოსახლეობის დაკმაყოფილება მოხდეს ინდივიდუალური წესითა და საბაზრო ღირებულებით
სამშენებლო კომპანია "ხარსაზე" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა09.02.10 | 15:03 132
დღეს თბილისში ერწოს ქუჩა #6-ში მდებარე სამშენებლო კომპანია "ხარსაზე" ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. სავარაუდოდ გატაცებულია 20 ათასი ლარი. წინასწარი ინფორმაცით ოფისში სამი შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და კომპანიის ბუღალტერს იარაღის მუქარით ფული გასტაცა. ბოროტმოქმედებმა დანასაულის ადგილიდან მიმალვა მოახერხეს
მომავალი წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების შემცირდება09.02.10 | 15:01 97
მომავალი წლიდან სასკოლო სახელმძღვანელოების ფასების შემცირება დაიწყება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა
მეთორმეტე კლასელებს აბიტურენტის გაკვეთილები დაემატებათ09.02.10 | 14:33 110
მიმდინარე წლის სექტემბრიდან მეთორმეტე კლასელებს აბიტურიენტის გაკვეთილები დაემატებათ. ამის შესახებ განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება09.02.10 | 14:31 217
უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი უქმდება. ამის შესახებ განათლების სფეროში 2010-2011 წლებში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა
ედპ: რუსეთი ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის მეშვეობით საქართველოში დასაყრდენს ეძებს09.02.10 | 14:08 87
ედპ კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსეთი მთელ საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად, ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის მეშვეობით საქართველოში დასაყრდენს ეძებს.ეს განცხადება ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. იგი ნოღაიდელისა და `ედინაია რასიას" შორის ხელშეკრულების გაფორმებას ფაშისტური გერმანიისა და პოლონეთის მაგალითზე განმარტავს
დიმიტრი შაშკინი თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს შეხვდა09.02.10 | 14:07 97
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს შეხვდა. მოსწავლეებმა პირადად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია თუ რა ფორმით მოხდება გამოსაშვები 10 გამოცდის ჩაბარება და სად ჩაატარდება გამოცდები, რა მნიშვნელობა ექნება წარჩინებულებისთვის მინიჭებულ ოქროს მედალს და ა.შ. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე მინისტრმა მოსწავლეთა შეკითხვებს სრულად უპასუხა
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას სთხოვენ09.02.10 | 13:50 76
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ვაშლის მოსავლის სუბსიდირებას სთხოვენ. ამისათვის კი მოითხოვენ სასწრაფოდ შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გლეხი ყოველ კილოგრამ ვაშლზე დანამატის სახით 10 თეთრს მიიღებს. ეს მოთხოვნა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დააყენა და როგორც აღნიშნა, ეს არის სამცხე ჯავახეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობის ულტიმატუმი საქართველოს მთავრობისადმი
თელავის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს საინგილოში არ უშვებენ09.02.10 | 13:35 86
ახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფს, რომელმაც საინგილოში მცხოვრები ქართველების დიალექტი უნდა შეისწავლოს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამუშაოდ არ უშვებენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში თომას ჰამარბერგს ელიან09.02.10 | 13:23 176
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი მიმდინარე თვეს, თებერვარში ჩავა. განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი საერთაშორისო წითელი კვრის წარმომადგენელთან შეხვედრისას გააკეთა
აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გასულ წელს 304 სისხლის სამართლის საქმე განიხილა09.02.10 | 13:07 68
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ 2009 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მათი ინფორმაციით სულ 2009 წლის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ 304 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელთა მიხედვით განსჯილია 333 ადამიანი. მათგან თავისუფლების აღკვეთა 135 ადამიანს აქვს შეფარდებული. განცხადება ამის შესახებ შემაჯამებელ თათბირზე აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორმა საფარბეი მიკანბამ გააკეთა
ანონსი 09.02.10 | 01:07 165
ანონსი