ჩინეთში 9 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა04.02.10 | 18:43 292
ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნის საავადმყოფოში საკეისრო კვეთის შედეგად 9 წლის გოგონამ 2 750 გრ. ბიჭი გააჩინა. მედიკოსები დედისა და ბავშვის მდგომარეობას "ნორმალურად" აფასებენ
ედუარდ კოკოითი: აგვისტო აღარ განმეორდება04.02.10 | 18:38 245
ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი საგაზაფხულო-საზაფხულო სეზონის დადგომისთანავე რეგიონში მდგომარეობის გართულებას ელის, იმიტომ, რომ "საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გეგმებზე უარი ჯერ არ უთქვამს". ეს განცხადება კოკოითიმ დღეს ცხინვალში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა
UGPN-ისა და spmTp-ის ორგანიზებით, "ვერე-პალასში" შეხვედრა გაიმართება04.02.10 | 18:35 87
5 თებერვალს, 15:00 საათზე, "ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელისა" (UGPN) და "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" (spmTp) ორგანიზებით, სასტუმრო "ვერე-პალასში" გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის იმ პრობლემების უკეთ გაცნობას, რამაც მასწავლებელთა სერთიფიცირების პრაქტიკის შემოღების მიმდინარე პროცესში იჩინა თავი
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრს არ სჯერათ04.02.10 | 18:29 87
"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენლებს ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის არ სჯერათ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ბაინდურაშვილის დღევანდელი განცხადების მიუხედავად, საქართველოში მცირე მეწარმეებს საგადასახადო სამსახურები ავიწროვებენ და მაღაზიების, ჯიხურების უკანონოდ დალუქვის, საკასო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილი პრობლემების და დაჯარიმებების, მცირე ბიზნესის სხვა უკანონო ხერხებით მას ატერორებენ.
რუსეთი ეუთოს სემინარზე სეპარატისტების მიწვევას გეგმავს04.02.10 | 18:11 112
რუსული მხარე აპირებს ჟენევის დისკუსიები მონაწილე აფხაზური და ე. წ. სამხრეთოსური დელეგაციის წევრები დაპატიჟებას ეუთოს სემინარზე, სახელწოდებით "კონფლიქტების აღკვეთა და დარეგულირება: წარმატებული სტრატეგია და პრაქტიკა". სემინარის ჩატარება თემატური სესიის "კორფუსის პროცესის" ფარგლებში 23 თებერვალს ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააკეთა
ავიარეისი თბილისი-ერევანი-მოსკოვი 10 თებერვლიდან აღდგება04.02.10 | 18:10 101
"ქართულ მხარესთან შეთანხმებით, 10 თებერვლიდან იგეგმება რეისების აღდგენა მარშრუტით _ თბილისი-ერევანი-მოსკოვი", _ განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ავიაკომპანია "არმავიას" პრეზიდენტმა მიხეილ ბაღდასაროვმა გააკეთა
საქართველოს პარალმენტის თვამჯდომარე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა04.02.10 | 16:03 103
საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის კონსულტაციები გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარალმენტის თვამჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ვენეციის კომისიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იმერეთში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა04.02.10 | 14:40 91
კობა სუბელიანი დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა და იქ ჩასახლებული დევნილები მოინახულა. მინისტრმა იმერეთის რეგიონში დევნილებისთვის რეაბილიტერებული საცხოვრებელი კორპუსები პირადად მოინახულა. კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მინისტრმა სრულად აღდგენილი 13 კორპუსი დაათვალიერე და აღნიშნა, რომ დღეიდან აფხაზეთიდან დევნილი 452 უკეთ იცხოვრებს, ვიდრე უწინ
ამერიკელმა სამართალდამცველებმა თემურ ბასილია დააკავეს04.02.10 | 14:13 605
ამერიკელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი თემურ ბასილია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოური მედიის საშუალებით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ბასილიას აყვანა დღეს, ვაშინგტონში მოხდა
ეფ-ეს-ბე: დაღესტანში მოკლულ ალა-ქაიდას ტერორისტს საქართველო მფარველობდა.04.02.10 | 13:53 157
ეფ-ეს-ბე: დაღესტანში მოკლულ ალა-ქაიდას ტერორისტს საქართველო მფარველობდა. ამის შესახებ დაღესტანში ეფ-ეს-ბე -ს ლიდერი, ვიაჩესლავ შანინი "რია ნოვოსტისთან" საუბრობს. მისი თქმით, ეგვიპტელი ტერორისტი ე.წ. "ისლამის მახვილი" სწორედ თბილისის დავალებებს ასრულებდა. საუბარია სხვადასხვა დივერსიულ საქმიანობებზე ჩრდილოეთ კავკასიაში - თავდასხმები რკინიგზის ხაზებზე, ჭაბურღილებზე და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე
ანონსი 04.02.10 | 00:08 173
ანონსი