"სახალხო ბანკმა" ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი დანერგა02.02.10 | 19:10 195
დღეიდან ნებისმიერ ფიზიკურ პირს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს ,,საქართველოს სახალხო ბანკის" ინოვაციური პროდუქტით ,,მ7 ანაბარი". აღნიშნული პროდუქტის უპირატესობას წარმოადგენს პირობა, რომლის მიხედვითაც მეანაბრეებს დაერიცხებათ საქართველოს ბაზარზე 7 მსხვილ და წარმატებულ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს +0.1%
დევნილი პედაგოგები პრესკონფერენციას გამართავენ02.02.10 | 19:08 106
3 თებერვალს, 11:00 საათზე, განათლების სამინისტროს წინ დევნილი პედაგოგები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მხარდაჭერით პრესკონფერენციას გამართავენ
International Herald Tribune: ომი, რომელსაც უნდა შეეძრა და ვერ შეძრა მსოფლიო 02.02.10 | 18:14 447
2008 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი ნატოს სისუსტისა და მასში არსებული წინააღმდეგობის დადასტურებმა გახდა, რაც შეუძლებელია, არ ახარებდეს ისეთ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა ან ალ-ქაიდა, _ წერს International Herald Tribune-ის მიმომხილველი რონალდ დ. ასმუსის წიგნის "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" რეცენზირებისას.
პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება02.02.10 | 17:34 82
პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნება. ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს
"პოპულიში" პროდუქტის ფასი გაძვირდა02.02.10 | 17:19 152
სავაჭრო ქსელ პოპულიში პროდუქტის ფასი გაძვირდა. პროდუქციის გაძვირების შესახებ კლიენტი მხოლოდ სალაროსთან მისვლის შემდეგ იგებს პროდუქციას კი კვლავ ძველი ფასი აწერია
"ქრისტიან-დემოკრატები" საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესის გაკონტროლების მექანიზმის შემუშავებას ითხოვენ02.02.10 | 16:49 106
საარჩევნო სიების მონიტორინგში მონაწილე პარტიებს მონიტორინგის დასრულების შემდეგ მოუწევთ დასკვნის გაკეთება. ეს გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული. საკითხი კი ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა. როგორც მან აღნიშნა სიების მონიტორინგის განხორციელების სურვილი 12-მა პარტიამ გამოთქვა აქედან კი ნახევარი არჩევნებში მონაწილებას არ აპირევბს და მისი თქნით ეს გადაწყვეტილება უკვე იწვევს ეჭვს თუ საარჩევნო მონიტორინგისათვის გამოყოფილ თანხას ეს პარტიებ რაში დახარჯავენ
მიუნხენის კონფერენციას მიხეილ სააკაშვილი "გადატვირთული" გრაფიკის გამო არ დაესწრება02.02.10 | 14:55 165
მიუნხენის საერთაშორისო 46-ე კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "გადატვირთული" გრაფიკის გამო არ დაესწრება. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველოს სახელით შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე იქნებიან წარმოდგენილნი
ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია02.02.10 | 14:49 131
ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მხრივ, რეგიონშიც განხორციელდება, 22 ათასამდე გაიზრდება ბენეფიციართა რიცხვი, ასევე სახელმწიფოს მიერ 100 ათასზე მეტი პირი სოციალურ დახმარებას მიიღებს
რუსთავში მსხვილი კომპანიები „გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში ერთვებიან02.02.10 | 14:46 106
„ქვემო ქართლის" ფილიალი თავის აბონენტებს ერთდროულად რამდენიმე აქციას თავაზობს. რუსთაველებისთვის 15 თებერვლამდე ინტერნეტ ქსელში ჩართვა უფასოა, ასევე თებერვლის ბოლომდე გრძელდება სპეციალური ფასდაკლება ფიქსირებული ტელეფონის დადგმაზე. აქციის განმავლობაში რუსთაველებს შეუძლიათ „გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში მხოლოდ 40 ლარად ჩაერთონ. ფასდაკლება აპრილიდან გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში სულ 1500-მა აბონენტმა ისარგებლა აღნიშნული შემოთავაზებით
კორპორატიულ კლიენტებს სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი არ შეუწყდებათ02.02.10 | 14:43 108
„გაერთიანებული ტელეკომი" აგრძელებს თბილისის მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოებს. უკვე 2 თვეა 93 ინდექსის ზონაში მიმდინარეობს გამანაწილებელი კარადების მოდერნიზაცია, რაც გულისხმობს კარადების როგორც ფასადურ ცვლილებას, ასევე ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას და დამატებითი აპარატურის მონტაჟს. აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიღებას
ეკონომიკის სამინისტრო "ფოსტის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს02.02.10 | 14:41 93
ეკონომიკის სამინისტრო "ფოსტის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას ასრულებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ახალაიამ განმარტა, კანონპროექტი შემუშავების სტადიაშია, რომელიც მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასთან იქნება შესაბამისობაში
ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავეს02.02.10 | 14:37 83
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს სატყეო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს წალენჯიხის სატყეო უბნის ტყის მცველი (რეინჯერი) ჯაბა გვილია, რომელმაც ერთ-ერთ მოქალაქეს წალენჯიხის რაიონიდან ფოთში წაბლის ხის მასალის გადაზიდვისას უკანონოდ გაუწია სამსახურეობრივი მფარველობა, რის სანაცვლოდაც მისგან ქრთამის სახით 150 ლარი აიღო
ნიკა გილაური მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს02.02.10 | 14:33 225
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2009 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს. როგორც გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მეოთხე კვარტალი პოზიტიური იყო, როგორც დღგ-ს ბრუნვის ისე საგადასახადო შემოსავლებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის კუთხით
ზუგდიდში ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე გაიფიცა02.02.10 | 14:15 98
ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე დღეს დილიდან გაიფიცა. მოვაჭრეებმა აქცია საგადასახადო სამსახურის რეგიონული სამმართველოს შენობასთნ გამართეს. მათი თქმით გაფიცვა დაკავშირებულია საგადასახადო ცვლილებასთან, რომელიც ძალაში პირველ თებერვალს შევიდა
აშშ-ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი სამიტზე მიიწვია02.02.10 | 14:09 478
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტზე მიიწვია, რომელიც აპრილში გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ
გია ცაგარეიშვილი: უკვე არჩევნების გაყალბების საფუძვლები იქმნება02.02.10 | 14:01 117
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ "ჯერ საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა და არჩევნების გაყალბების საფუძვლები უკვე იქმნება. ეს განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა
ალაზნის სარწყავ არხში მამაკაცის გვამი იპოვეს02.02.10 | 13:31 125
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს გურჯაანის სამმართველოში განუცხადეს, გვამი გურჯაანის პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს
ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია02.02.10 | 13:10 112
ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტთან დაკავშირებით სიახლეებია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ამ მხრივ ჩვენს რეგიონშიც განხორციელდება, 22 ათასამდე გაიზრდება ბენეფიციართა რიცხვი, ასევე სახელმწიფოს მიერ 100 ათასზე მეტი პირი სოციალურ დახმარებას მიიღებს. სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტით პედაგოგებიც ისარგებლებენ. ახალი პროგრამის თანახმად, 4 დაავადებაზე პირველადი მოხმარების მედიკამენტებს სახელმწიფო 50 პროცენტიანი თანადაფინანსებით გადაიხდის. საუბარია იმაზეც რომ შესაძლოა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა სამი წლით გაგრძელდეს
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა02.02.10 | 13:05 169
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. ზურაბ ჟვანიას ნათესავები, ახლობლები, მეგობრები და ოფიციალური პირები ყვავილებით შეამკობენ საფლავს
სახელმწიფო კიდევ ერთ აქტივს თმობს02.02.10 | 12:37 146
სახეოლმწიფო კიდევ ერთ აქტივს თმობს და "ბორჯომგაზის" 100 % წილის მფლობელი "ITERA CIS L.L.C"- ია ხდება. პრეზიდენტის განკარგულების პროექტს ამ წუთებში მთავრობის სხდომაზე იხილავენ. დღემდე "ბორჯომგაზის" 80 %-ის მფლობელი "იტერა" იყო, ხოლო 20 %-ს კი სახწელმწიფო აკონტროლენდა. თუ რა ფასად გაიყიდა "ბორჯომგაზის" 20 %-ი, ეს დღის ბოლომდე გახდება ცნობილი
ოთარ იოსელიანს 76 წელი შეუსრულდა02.02.10 | 12:33 86
2 თებერვალს ქართველი კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს, დაბადებიდან 76 წელი შეუსრულდება. იგი 1934 წლის 2 თებერვალს დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრით. 1953 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1961 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК), სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო
ბიზნესასოციციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა02.02.10 | 11:53 115
ბიზნესასოციციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა, _ ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე განაცხადა
საგადასახადო და საბაჟო კოდექსები გაერთიანდება02.02.10 | 11:36 125
საგადასახადო და საბაჟო კოდექსები გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა სასტუმრო "შEრატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გააკეთა
ანონსი 02.02.10 | 00:05 142
ანონსი